მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 245 პირი

იზოლაციის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის 42 943 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 449 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 22 444 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 398 059.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 245 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 154 476.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა

📌აჭარა – 1 876

📌იმერეთი – 3 281

📌ქვემო ქართლი – 1 193

📌შიდა ქართლი -1 062

📌გურია – 616

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 496

📌კახეთი – 1 101

📌მცხეთა-მთიანეთი – 450

📌სამცხე-ჯავახეთი – 359

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 79.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% “ომიკრონია”. ამასთან, ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, სამჯერ მეტია, რადგან ბევრს დაავადება უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომებით აქვს და ტესტს არ იკეთებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ცნობისთვის იზოლაციის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ამ საკითხზე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით მსჯელობს, რომლის მიხდვითაც გარვეული პროფესიის ადამიანებისთვის იზოლაციის ვადა 8-დან 5 დღემდე მცირდება.

რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.
აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით

ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.

ეპიდემიოლოგების ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button