მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 206 პირი

ღარიბაშვილის კიდევ ერთი ანტივაქსერული განცხადება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 982 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 8 455 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 584 454.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 447 969.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 022 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 3 548 შემთხვევა

📌აჭარა – 624

📌იმერეთი – 1 438

📌ქვემო ქართლი – 363

📌შიდა ქართლი – 520

📌გურია – 358

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 546

📌კახეთი – 664

📌მცხეთა-მთიანეთი – 174

📌სამცხე-ჯავახეთი – 144

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.

ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი ანტივაქსერული განცხადება – ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ბუსტერ დოზას აზრი არ აქვს.

მთავრობის მეთაური უცხოელი და ქართველი ეპიდემიოლოგების დასკვნების წინააღმდეგ მიდის, რომლებიც ატკიცებენ, რომ ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ბუსტერ დოზა ეფექტურად მუშაობს.

მოუსმინეთ მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რეალურად რა არის ომიკრონი, ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასასრულის დასაწყისი. ის, რომ ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს, ეს ჩემი ნათქვამი კი არ არის, ეს არის პროფესორი ფაუჩის ნათქვამი და სხვა ყველასი”- თქვა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მაგალითად მოიყვანა “ერთი მინისტრი”, ვინც ღარიბაშვილის მტკიცებით 4-ჯერ იყო აცრილი თუმცა ომიკრონით მაინც დაინფიცირდა:

მე ვარ რეალისტი, სიმართლის მომხრე. მოსახლეობას ტყუილს ვერ ვეტყვი, მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, ყველა ანალიზს უკეთებს, რაც ხდება მსოფლიოში.

მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, ომიკრონზე უბრალოდ არ მუშაობს, თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს, ბუსტერიანზე და ა.შ”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button