მნიშვნელოვანისიახლეები

დღეს 7 საათზე რესპუბლიკის მოედანზე უკრაინის მხარასაჭერად აქცია გაიმართება

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია წერს, რომ დღეს 7 სააათზე რესპუბლიკის მოედანზე უკრაინის მხარასაჭერად გამოვიდნენ. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ახლა თანადგომის დროა, მთავრობა არაფერს იზამს და ხალხმა უნდა გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინისადმი.

“შაბათამდე ვერ გავჩერდებით. დღეს თანადგომის დროა. მთავრობა არაფერს არ იზამს. გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეხლა იწერება ისტორია, მათ შორის ჩვენი.

დღეს 7ზე რესბუბლიკის მოედანზე გავიდეთ და ჯაჭვით დავიძრათ რუსთაველზე.“- წერს ელენე ხოშტარია.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქების ხმა ისმის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. ქვეყანაში საომარი მდგომარეობააა გამოცხადებული.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამვჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერში“ წერს.

„სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად და უზრუნველყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა. რთულ დროს ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,“- წერს შალვა პაპუაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button