მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

სასამართლო პროცესს დაესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც. სხდომის პარალელურად კი, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გასული წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button