მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის უმაღლესმა რადამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილებას 300-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი აიღეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს. დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და ვინიცას რაიონებში იწვის სამხედრო ნაწილები და საწყობები.

ინფორმაციას “უნიანი”, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის ქალაქ ნიჟინში, სამეთაურო-საკონტროლო ცენტრის დაბომბვის შედეგად, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 3 თანამშრომელი დაშავდა.

ელოცერკოვსკის საბრძოლო მასალის საცავებში და ვიშგოროდის რაიონის უკრაინის ეროვნული გვარდიის შტაბ-ბინაში ხანძარია, – იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.

”06:30 საათისთვის ბელოცერკოვსკის რაიონის სოფელ ოლშანიცაში საბრძოლო მასალის საცავებში გაჩენდა ხანძარი, სოფელ მეჟჰირიაში, სოფელ ნოვიე პეტრივცში ეროვნული გვარდიის შტაბ-ბინაში გაჩნდა ხანძარი, მიმდინარეობს პერსონალის გაყვანა კიევის რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული და დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, რუსეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო კიევზე, ხარკოვსა და ოდესაზეც.

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button