მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსი ოკუპანტებისგან საარტილერიო თავდასხმები გრძელდება

ომის 280-ე უკრაინაში

უკრაინაში ომის უკვე 280-ე დღეა – რუსულმა ჯარებმა ავიაიერიშები მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქზე. მძიმედ დაშავდა 73 წლის ქალი. აფეთქებების შედეგად განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და გაზსადენის სისტემა.

ქალაქ ნიკოპოლში ამ წუთებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

უწყვეტად იბომბება სუმის ოლქი. ოკუპანტებმა ბელოპოლიეში საავადმყოფო დაბომბერს, რის შედეგადაც მოზარდი დაიღუპა.თავდასხმის შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლები და მანქანები.

გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 158 საარტილერიო და 28 ნაღმტყორცნებით შეტევა განახორციელეს სუმის რეგიონის სასაზღვრო რაიონებზე.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ამ თავდასხმების შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები, მარცვლეულის საწყობები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, კერძო მანქანები და საოფისე შენობები.

30 ნოემბერს დილით, რუსმა სამხედროებმა ხერსონი ისევ დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხერსონის ცენტრში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და სამედიცინო დაწესებულება. დაბომბვის შედეგად, დაზიანებულია გაზსადენიც.

მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს ხერსონის ოლქში. ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ. მოკლულებს შორის არის მოზარდი გოგონაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button