მნიშვნელოვანისიახლეები

ქართული ოცნება ჯარიმებს და პატიმრობის ვადებს ზრდის დახურულ სივრცეებში აქციებს კი კრძალავს

მორიგი ე.წ. კანონმდებლობის გამკაცრება სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაანონსება-ოპოზიცია

„ქართული ოცნების“ პარლამენტი გეგმავს, დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა გაამკაცროს. ქართული ოცნება ადმინისტრაციულ პატიმრობას 60-დღემდე ზრდის ასევე ზრდის ჯარიმებს , დახურულ სივრცეებში აქციებს კი კრძალავს. შესაბამისი განცხადება ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

წვრილმანი ხულიგნობისთვის, რისთვისაც პოლიცია არაერთ დემონსტრანტს აკავებს ხოლმე აქციებზე, დაკავებულს კიდევ უფრო დიდი ჯარიმა დაუწესდება (მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა);
წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა საქმიანობასთან დაკავშირებით;
წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება აქციების გამართვა კერძო საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში (მაგალითად, სავაჭრო ცენტრებში);
ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, რომელიც აქამდე მხოლოდ ჯარიმით ისჯებოდა, დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;
პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მუქარისა და ძალადობისთვის სასჯელი დამძიმდება და 5-დან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
„დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირების და გამართულად აუცილებელი ნორმების მიღებით“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, ეს ნიშნავს, რომ მისი მიღება ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი.

უკვე 68-ე დღეა, საქართველოში არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. „ქართული ოცნება“ კი დემონსტრაციების შესაზღუდად სანქციებს ამკაცრებს და ჯარიმებს ზრდის.

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სახელით ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც ათეულობით საავტომობილო გზაზე აქციის გამართვა აიკრძალა.

მორიგი ე.წ. კანონმდებლობის გამკაცრება სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაანონსება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიამ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ ცვლილებებზე, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც სამართლიანად უხეირო დიქტატორის სტატუსს ატარებს, გადაწყვიტა, დიქტატურა დაამყაროს ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც ვერაფერი დაუპირისპირა იმ სახალხო პროტესტს, რომელიც ორ თვეზე მეტია, მიმდინარეობს მის მიერ კონსტიტუციის ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავზე გადახევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს მორიგი ე.წ. კანონმდებლობის გამკაცრება სხვა არაფერია, თუ არა დიქტატურის დაანონსება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ როგორ ეშინია რეჟიმს, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ის ავტორიტარული და უკვე დიქტატორული მეთოდების გამოყენება გადაწყვიტა, რომელიც არ იმუშავებს, რამდენადაც ქართველი ხალხი გააგრძელებს ამ ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის დაცვას, მიუხედავად შეშინებული დიქტატორის მცდელობებისა, გაზარდოს ჯარიმები, გაზარდოს პატიმრობის ვადები თუ სხვა“, – განაცხადა აქუბარდიამ

მსგავსი პოსტები

Back to top button