მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 234 ინფიცირებული

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 059 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 094 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 376 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 384-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 266-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა

📌აჭარა – 10

📌იმერეთი – 38

📌ქვემო ქართლი – 19

📌შიდა ქართლი – 44

📌გურია – 25

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20

📌კახეთი – 24

📌მცხეთა-მთიანეთი -7

📌სამცხე-ჯავახეთი – 7

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

„ფაიზერით“ ვაქცინაცია განახლდა. მოქალაქეებს ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ზე „ფაიზერის“ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.

მოქალაქეებისთვის საიტზე „ფაიზერის“ 45 653 დოზაა ხელმისაწვდომი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია თავდაპირველად 15 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი. ამასთან, დასძენენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ფაიზერთან“ ერთად, ქვეყანაში „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაციაც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა, რის გამოც რამდენიმე დღე „ფაიზერით“ აცრა შეჩერებული იყო. „ფაიზერის“ ახალი დოზები ქვეყანამ გუშინ მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button