მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოლდოვას საერთაშორისო დონორები უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის 695 მილიონ ევროს გამოუყოფენ

მოლდოვას საერთაშორისო დონორები უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის 695 მილიონ ევროს გამოუყოფენ. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინსტრმა, ანალენა ბერბოკმა რუმინელ და ფრანგ კოლეგებთან, ასევე მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიამ სამშაბათს უმასპინძლა მოლდოვის დასახმარებლად საერთაშორისო დონორთა კონფერენციას. მოლდოვამ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა. ამჟამად მოლდოვაში 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი რჩება.

„ჩვენ გავაძლიერებთ მოლდოვის მდგრადობას ასევე ფინანსურ სფეროში. ამ ეტაპისთვის ჩვენ შევთანხმდით მხარი დავუჭიროთ მოლდოვას სესხებით, საბიუჯეტო მხარდაჭერით და სხვა ფინანსური დახმარებით, 695 მილიონი ევროს ოდენობით“, – განაცხადა ბერბოკმა.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებს სურთ, დაეხმარონ მოლდოვას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში.

ამასთან ახალი ზელანდია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. მთავრობის განცხადებით, რუსეთიდან ნებისმიერ იმპორტზე 35%-იანი ტარიფი დაწესდება, ასევე, აიკრძალება გარკვეული პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა ICT აღჭურვილობა და ძრავები.

“ბუჩასა და უკრაინის სხვა რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკის შესახებ სურათები და ცნობები საზიზღარი და დასაგმობია. ახალი ზელანდია აგრძელებს პასუხის გაცემას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უაზრო აგრესიულ აქტებზე”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button