ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 114 შეტევა მოიგერიეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 114 შეტევა მოიგერიეს.
“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 114 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 10 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 167 490 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 167 490 ჯარისკაცი დაკარგა მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 22 მარტამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3557
ჯავშანტექნიკა – 6887
საარტილერიო სისტემა – 2589
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 509
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 272
თვითმფრინავი – 305
ვერტმფრენი – 290
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2183
ფრთოსანი რაკეტა – 909
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5434
სპეცტექნიკა – 270
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ომის დაწყებიდან 2023 წლის 21 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
403 თვითმფრინავი
223 ვერტმფრენი
3 502 უპილოტო საფრენი აპარატი
414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 363 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 070 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 403 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
9 039 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
რუსეთი უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.