მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბოლო ზარი, რომელიც წელს არ დაირეკა

დღეს, 20 მაისს, საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი დასრულდა.

მეთორმეტე კლასელებმა, ისევე როგორც გასულ წლებში, სწავლა წელსაც 20 მაისს დაასრულეს. თუმცა, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათი, როგორც აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე, „ტელესკოლის“ ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება.

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულება მიულოცა: „ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – სკოლის დამთავრებას. ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი “ბოლო ზარი”, – დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას“. – წერს მინისტრი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებები 2 მარტიდან დაიხურა და სწავლება დისტრანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ამ ეტაპზე, უცნობია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი.

მსგავსი პოსტები

Back to top button