მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბორის ჯონსონი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, ვიზიტით, რომელსაც დაუნინგ სტრიტი “სოლიდარობის ჩვენებას” უწოდებს. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის უკრაინაში ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირი შეხვედრით დაიწყო.

ჯონსონის ოფისმა 9 აპრილს გაავრცელა ცნობა, რომ პრემიერ-მინისტრი ზელენსკის ხვდება “უკრაინელ ხალხთან სოლიდარობის ჩვენების” მიზნით, და ორი ლიდერი განიხილავს “ბრიტანეთის ხანგრძლივ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე”.

ჯონსონი ყველაზე მაღალი რანგის სტუმარია კიევში ბოლო პერიოდში, დედაქალაქის მიმდებარე არეალებიდან რუსეთის ძალების გასვლის შემდეგ ჩასულ ევროპელ ოფიციალურ პირებს და ლიდერებს შორის.

„პრემიერ-მინისტრი გაემგზავრა უკრაინაში, რათა პირადად შეხვდეს პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად. ისინი განიხილავენ დიდი ბრიტანეთის გრძელვადიან მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და პრემიერი მიიღებს ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს“, – განაცხადა დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა.

უკრაინის საელჩომ დიდ ბრიტანეთში „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჯონსონისა და ზელენსკის შეხვედრის ამსახველი ფოტო წარწერით „სიურპრიზი“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი არის რუსეთის შემოჭრის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე, ლიდერი რუსეთზე სანქციების ზეწოლისა და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხებში. კეთილი იყოს შენი მობრძანება კიევში მეგობარო! – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერის ვიზიტის შესახებ კიევში.

ბორის ჯონსონი უკრაინაში დღეს მოულოდნელად ჩავიდა.

გუშინ, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლს, ჯოზეფ ბორელს შევხდა.

რუსეთის ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ არაპროვოცირებული თავდასხმით, თუმცა წააწყდნენ მოსალოდნელზე ძლიერ წინააღმდეგობას უკრაინის სამხედროებისგან და სამოქალაქო პირებისგან.

მსგავსი პოსტები

Back to top button