რეგიონი

9 აპრილის გმირის სოფელში მისი სახელობის დღესასწაული გაიმართა

9 აპრილის გმირის სოფელში მისი სახელობის დღესასწაული ჩატარდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში 9 აპრილს გარდაცვლილი გმირის, მამუკა ნოზაძის სახელობის სახალხო დღესასწაული გაიმართა.

დღესასწაულის ფარგლებში, სოფელში სპორტული ასპარეზობები და საბავშვო აქტივობები დაიგეგმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს გარდაცვლილი ახალგაზრდის საფლავი.

სოფელ კართუბანში მამუკა ნოზაძის სახელს ატარებს სპორტული მოედანი და ქუჩა, სადაც გმირის ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

მამუკა ნოზაძე, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარისკაცებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით თბილისის ქუჩებში გამოსული, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის დროს მოკლეს.

გარდაცვალების მომენტისათვის, ის 21 წლის, სტუდენტი იყო.

2014 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა მის ოჯახს, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button