რეგიონი

საქართველო გადადის ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე

“მომავალი კვირის დასაწყისში ოფიციალურად გადმოგვეცემა ევროკომისიის მიერ შედგენილი კითხვარი, რომელიც საქართველოსა და მოლდოვასთვის მომზადდა”-ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” მომავალი კვირისათვის გადმოგვეცემა კითხვარი, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა .ჩვენ ველოდებით ამ კითხვარს და დავიწყებთ მის შევსებას. ამ კითხვარის მიღებით, საქართველო გადადის ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე.კითხვარით შევაფასებთ, რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ. თქვენ იცით, რომ საქართველო 2014 წლიდან ასრულებს ასოცირების შეთანხმებას.

ბევრი ძალიან წარმატებული რეფორმა უკვე გატარებულია, რაც ძალიან პოზიტიურ საფუძველს გვაძლევს ველოდოთ დადებით გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან, რომელიც იქნება უკვე ჩვენს კითხვარზე დაფუძნებული”– განაცხადა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტს უკრაინის ქალაქ ბუჩაში, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ბუჩაში ჩასვლაზე უარის თქმის შესახებ, ეთანხმება.

სამუშაო შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებსა და მთავრობის წევრებს შორის, შეხვედრა წინანდალში , სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button