„ბორჯღალოსნები” “ახალგაზრდულ ალაფაზე” ფინალში გავიდნენ [Video]
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე “მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე” ფინალში გავიდა.
“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში მასპინძელი თანატოლები დაამარცხეს – 19:11 და პირველობა არავის დაუთმეს.
“ჩვენმა გუნდმა სამი თამაშიდან სამივეში მოიგო, ისე, რომ ერთხელაც არ დამდგარა მარცხის საფრთხის წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მორაგბეებს ოდნავგაუჭირდათ ბოლო შეხვედრაში აუტსაიდერ პორტუგალიასთან” – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი იუწყება.
მასპინძლებს დასაკარგავი აღარაფერი ჰქონდათ და საქართველოს ნაკრებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ისიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომმატჩის არბიტრის დახმარებით, რომელმაც რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და სულაც ძალზე საოცარ გადაწყვეტილებებს იღებდა.
თამაში ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. “უმცროს ბორჯღალოსნებს” მიზნის მისაღწევად ერთი ნაბიჯის გადადგმაღა სჭირდებოდათ და ამიტომ მწვრთნელებმაძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცეს. თუმცა, ამ ფორმაციის ნაკრებში ვინ ძირითადია და ვინ სათადარიგო, ძნელიგასარჩევია. ყველა, ვისაც თამაში უწევს, მაქსიმალურად იხარჯება და ამტკიცებს, რომ ნაკრებში ტყუილად არ მიუწვევიათ. ხოლო ვინ ძირითადში ათამაშოს დავინ სათადარიგოთა შორის იყოს, ამას მხოლოდ მწვრთნელი წყვეტს.
ერთი სიტყვით, თამაში “ცოცხლად” გაჩაღდა და ანგარიშის გახსნის შანსი მასპინძლებს მე-8 წუთზე მიეცათ. თუმცა, მათმა ფულბეკმა საჯარიმო ვერ გაიტანა. ორწუთში მეტოქის კარს 40 მეტრიდან უკვე ჩვენი გუნდის მგეზავმა რეზო ჯინჭველაშვილმა ააცილა.
კიდევ ორ წუთში საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა ოთარ გიორგაძემ ლელო გაიტანა. შერკინება ჩვენ სასარგებლოდ მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთანდაინიშნა. “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს რამდენიმე მეტრით უკან დაახევინეს. მესამეხაზელმა დავით პაპავაძემ ბურთი ცხრა ნომერ ვასილ ლობჟანიძესგაუტანა, რომელმაც ხაზი გაჭრა და ათიოდ მეტრით წინ წაიწია. ამას მორკინალების რამდენიმე მოკლე დარტყმა მოჰყვა. ბოლოს ბურთი რაკიდან გიორგაძემაიტაცა და ლელოში შეაღწია. ჯინჭველაშვილმა ზუსტად გარდასახა – 7:0.
მომდევნო ლელოს გასატანად ჩვენს გუნდს 17 წუთი დასჭირდა. პორტუგალიელები თავს მედგრად იცავდნენ და ხანგრძლივი, მრავალფაზიანი იერიშებისორგანიზებასაც ცდილობდნენ. 29-ე წუთზე მასპინძელთა მოედნის ნახევარზე მათივე შერკინება მოვიგეთ. არბიტრმა თავისუფალი დარტყმა დანიშნა, რომელიცლობჟანიძემ სწრაფად გაათამაშა. შედეგად, რამდენიმე მეტრით წინ წავიწიეთ. მერე ჯინჭველაშვილმა მოსხეპით მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ფულბეკი – იუწყება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.