ჭრელი აბანოს გუმბათებს რესტავრაცია უტარდება
“ჭრელი აბანოს რესტავრაცია ყველანაირი წესების დაცვით მიმდინარეობს,” – ამის შესახებ განცხადება კულტურული მემკვიდერობების დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა გააკეთეს.
სააგენტოს თანამშრომლები რესტავრატორებსაც შეხვდნენ და პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც გუმბათების რესტავრაცია დასრულდება ისინი პირვანდელ ადგილს დაუბრუნდებიან.
“ორ გუმბათს უტარდება რესტავრაცია. ადგილზე სწავლობენ ამ გუმბათებს. დავუბრუნებთ პირვანდელ სახეს და კვლავ თავის ადგილზე დავაბრუნებთ,” – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.