ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა პალმირა დაიკავეს [Video]
სირიის არმიამ ქალაქის ყველა რაიონი დატოვა, რადიკალური დაჯგუფების ბოევიკებმა უძველესი ქალაქი პალმირა დაიკავეს
– იუწყება ბრიტანული ტელეარხი “Sky News”.
„ბოევიკების შემოსვლამდე, მუზეუმის მუშაკებმა ბევრი ისტორიული ძეგლი გაიტანეს და გადამალეს. რა ბედი ელის ელინისტური ტაძრების დარჩენილ ნანგრევებს, ჯერჯერობით უცნობია“, – იუწყება ტელეარხი.
„პალმირა – უძველესი არამეული ქალაქი თანამედროვე სირიის ცენტრალურ ნაწილში. პალმირა უძველესი დროიდანვე უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებდა. ქალაქიდან 215 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი დამასკო, ხოლო 180 კილომეტრში – მდინარე ევფრატზე არსებული ქალაქი დეირ-ეზ-ზორი.
ეს ადგილი უკვე საუკუნეებია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მთელ სირიის უდაბნოში. პალმირა განიცდიდა ბერძნულ-რომაული და სპარსული ცივილიზაციის გავლენას. რაც აქ არსებულ ნასახლარებზე და ტაძრებზე მკვეთრად აისახება.