ბორჯღალოსნები ფიჯის ნეიტრალურ სტადიონზე შეხვდებიან
მსოფლიო რაგბის ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს და ფიჯის მორაგბეთა ამხანაგური მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე, კერძოდ კი ესპანეთში გაიმართება.
ირკვევა, რომ ტესტ-მატჩს 20 ნოემბერს ესპანეთის პატარა ქალაქი არანხუესი უმასპინძლებს.
არანხუესი დედაქალაქ მადრიდთან ახლოს მდებარეობს და ელ დელეიტეს სტადიონი, სადაც ეს შეხვედრა უნდა შედგეს, სულ რაღაც 7 ათას მაყურებელს იტევს.
ბორჯღალოსნები კუნძულელებს აქამდე 4-ჯერ შეხვედრიან და ბალანსი ფიჯის სასარგებლოდაა. მათ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს 3-ჯერ, 2012, 2018 და 2019 წლებში მოუგეს, ქართველებმა კი აღნიშნული მეტოქე მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს დაამარცხეს.
ცნობისთვის, 6 ნოემბერს ბორჯღალოსნები სამოას შინ უნდა დახვედროდენ, თუმცა ეს მატჩი კოვიდ-რეგულაციების გამო გაუქმდა.
მიუხედავად ამისა, 14 ნოემბერს საფრანგეთთან გასამართი მატჩი ჯერ კიდევ გეგმაშია და არანაირი ცვლილება სატურნირო ცხრილში არ განხორციელებულა.