სპორტ-ნიუსისპორტი

ბორჯღალოსნებს ქულა მოემატათ,პოზიცია კი იგივე დარჩა

მსოფლიო რაგბის ასოციაციამ 2021 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრები აქ მე-12 პოზიციას იკავებს.

წლის დასაწყისში ბორჯღალოსნებს რეიტინგში ანალიგიური ადგილი ეკავათ,თუმცა მაშინ მათი ქულა 72,18 იყო, ახალი მონაცემებით კი ქართველ მორაგბეთა ნაკრებს 73,72 ქულა აქვთ.

ქვეყნის ეროვნული გუნდის წინ ისევ ფიჯია.მათ 76,72 ქულა მოაგროვეს.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა წელს 9 მატჩი ჩაატარა,საიდანაც 6 მოიგო,2 – ჯერ დამარცხდა და 1 შეხვედრა ფრედ დაასრულა.

ლევან მაისაშვილის აღზრდილები მომდევნო ჯახს პორტუგალიასთან,6 თებერვალს გამართავენ.მატჩი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშების ეგიდით ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button