მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბოტკოველი ხელისუფლებას თუშეთის პროექტების ჩაგდებაში ადანაშაულებს

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპურატობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა, ხელისუფლება თუშეთის განვითარებისათვის დაგეგმილი პროექტების ჩაგდებაში დაადანაშაულა.

ბოტკოველის განცხადებით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის, აეროდრომის, პანკისი-თუშეთის შემოვლითი გზების პროექტები არ განხორციელდა და ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა.

“როგორც ივანიშვილი, ისე მისი ხელისუფლება პირდებოდა ხალხს, რომ ამ გზაზე კომფორტულად უნდა ემოძრავა ყველას. პირველი, დაპირდნენ, რომ უნდა გაეკეთებინათ თუშეთის აეროდრომი, ჩაეტარებინათ არსებული გზის მოდერნიზაცია, აეშენებინათ, პანკისი-თუშეთის დამაკავშირებელი გზა, ე.წ. კუკუშკა. მოქმედმა გუბერნატორმა, რომელიც ახლა მაჟორიტარობის კანდიდატია, ივანიშვილთან ერთად, მოატყუა მოსახლეობა”, – განაცხადა ბოტკოველმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ახმეტის მყნიციპალიტეტის მერიაში უპასუხეს.

მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილოს ინფორმაციით, ყველა პროექტის განხორციელება ეტაპობრივად მოხდება.

“თუშეთის გზა მუდმივად იწმინდება, თუშეთის სოფლების შიდა გზები კეთდება და უკვე გირევამდე მისასვლელი გზაა მოწესრიგებული. 15 ოქტომბერს, თუშეთამდე მისასვლელი გზა, წესის მიხედვით ჩაიკეტება და ზაფხულისთვის მომზადდება. რაც შეეხება, დანარჩენ პროექტებს, ეს სახელმწიფო პროგრამებითაა გათვალისწინებული და ეტაპობრივად დაიწყება”, – განაცხდა ნასყიდაშვილმა, რადიო ჰერეთთან საუბარში.

წინასაარჩევნო კამპანია, ახმეტა-თელავი-ყვარელი ლაგოდეხის ოლქში, ნაციონალური მოძრაობისა და “ქართული ოცნების” კანდიდატებს შორის, ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button