მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ოპოზიცია სამომავლო გეგმების შესახებ დღეს გამოაცხადებს

ოპოზიცია სამომავლო გეგმების შესახებ დღეს 12 საათზე პარლამენტის წინ გამოაცხადებს.

„საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება არის ის, რომ იმ რეალობაში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ანგარიში არ გაუწია არც საერთაშორისო და არც ქართული საზოგადოების აზრს, ჩვენ ერთადერთი გზა გვრჩება – წინააღმდეგობის მოძრაობის გაგრძელება. შედგენილია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, სტრატეგია, რომელსაც ყველა ერთად, ოპოზიციური პარტიები გამოაცხადებენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ოპოზიციის განცხადებით, ისინი დანებებას არ აპირებენ და მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

“ჩვენ გუშინ ვისმჯელეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორს, ჩვენ გეგმებზე. ხელისუფლების მშვიდობიანად შესაცვლელად აუცილებელია, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და რიგგარეშე არჩევნები იყოს. ჩვენი გეგმები დღეს 12:00 საათზე გამოცხადდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ რეჟიმის მიერ ყველაფრის კადრებას, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ყველას, რომ ბრძოლა, თანმიმდევრულობა და სიმტკიცე არის მნიშვნელოვანი”, – თქვა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

შეგახსნებთ, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ,თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button