ბრაზილიის პრეზიდენტს ასამართლებენ
ბრაზილიის პრეზიდენტს შესაძლოა საპრეზიდენტო იმუნიტეტი მოუხსნან.
დილმა რუსეფის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე კიდევ ერთხელ აღიძრა. მოქმედ პრეზიდენტს ბრალდების მხარე თაღლითობაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად სანავთობო გიგანტ Petrobras-ის ხელმძღვანელობისგან მიღებულ სოლიდურ თანხებს.
როუსეფი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.