რიანა: ერთი ღამით გართობა ჩემი საქმე არაა[Photo/Video]

ბარბადოსელი მომღერალი – რიანა პრიალა ჟურნალ Vanity Fair-ის ნოემბრის ნომრის გმირი გახდა. ფოტოსესიის ავტორი, ცნობილი ფოტოგრაფი ქალი ენი ლეიბოვიცია, რომელიც ჟურნალში 1983 წლიდან მუშაობს.

ინტერვიუში რიანამ გულწრფელად განაცხადა, რომ ყოფილ საყვარლთან – R&B და Hip Hop -ის ცნობილ შემსრულებელ კრის ბრაუნთან დღემდე თბილი მოგონებები აკავშირებს იმის მიუხედავად, რომ 2009 წელს, ბოიფრენდმა იგი ძლიერ გალახა.

“მისი მფარველი ანგელოზი ვიყავი და სიკვდილამდე მის დამცველად დავრჩები. გეფიცებით, დიდი ხანია, არავის ვხვდები და სექსიც არ მქონია. ქალი ვარ და რა თქმა უნდა, სექსი მჭირდება, მაგრამ რა ვქნა, პირველ შემხვედრს ლოგინში ჩავუხტე? ერთი ღამის გართობა ჩემი საქმე არაა, თუნდაც იმიტომ, რომ დილით – გამოღვიძებისას თავი გამოფიტულ თოჯინად არ ვიგრძნო”, – განაცხადა რიანამ.

 

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”19827″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1444215237544″]

მსგავსი პოსტები

Back to top button