კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მტკვარში მეორე ცხედარიც იპოვეს

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ბარ “ბაუჰაუსის” გაუჩინარებული თანამშრომელი, გიორგი შალამბერიძეა.

მანამდე კი, მაშველებმა ბაია ბერუაშვილის ცხედარიც იპოვეს, რომელიც სამსახურიდან გიორგი შალამბერიძესთან ერთად გავიდა.

გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს 21 საათზე შევიდა. შსს თანახმად, გაუჩინარებული ახალგაზრდების ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button