მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ბრექსიტისთვის” მეორე რეფერენდუმი იგეგმება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის მეორე რეფერენდუმის ჩატარებაზე საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებენ.

როგორც ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვინს კეიბლმა განაცხადა, მისი პარტია პარლამენტს შესაბამის ინიციატივას მომავალ კვირას წარუდგენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “ინდეფენდენტი”ავრცელებს.

ბრექსიტთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის წარდგენის შესაძლებლობა ბრიტანელ დეპუტატებს 27 თებერვლამდე აქვთ. ლიბერალ-დემოკრატები განმეორებითი რეფერენდუმის დანიშვნის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას იმ დეპუტატებთან გეგმავენ, რომლებმაც კონსერვატიული და ლეიბორისტული პარტიები დატოვეს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა ევროკავშირისა და ტერეზა მეის მთავრობის მიერ შეთანხმებული ბრექსიტის გეგმა პარლამენტმა არ დაამტკიცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button