მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ზვიად კუპრავა დააკავეს

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს – სამართალდამცველები მის ოფისში გამთენიისას მივიდნენ. ზვიად კუპრავა გლდანის მერვე დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი დაკავების მომენტში ადგილზე იმყოფებოდნენ კუპრავას მეუღლე, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები გაერთიანებული ოპოზიციიდან.

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის მეუღლის განცხადებით, დაკავების დროს პოლიციამ კუპრავას ოფისი დაარბია.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც კუპრავას გირაო შეეფარდა. რამდენიმე დღის წინ კი, კუპრავას მიერ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, პროკურატურამ გირაოს შეცვლა მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button