“ბრიტანელი შინდლერი” გარდაიცვალა [Video]

დიდ ბრიტანეთში, 106 წლის ასაკაში, სერ ნიკოლას უინტონი გარდაიცვალა, რომელიც ისტორიაში, როგორც „ბრიტანელი შინდლერი“ შევიდა.

მან, მეორე მსოფლიო ომის დროს, 699 ებრაელი ბავშვი გადაარჩინა. ბროკერად მუშაობის დროს, უინტონმა ოკუპირებულ პრაღაში 8 მატარებელი გაგზავნა, რათა ბავშვები ბრიტანეთში გადაეყვანა.

2015 წლის 1 ივნისს, სერ ნიკოლას უონტონი, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სლაუში გარდაიცვალა. სიკვდილის ჟამს მასთან, მისი ქალაშვილი ბარბარა და ორი შვილიშვილი იმყოფებოდნენ, – გადმოსცემს „ბი-ბი-სი“.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში, უინტონი არავის უყვებოდა მისი გმირობის შესახებ. ეს ამბავი 90-იან წლებში გახმაურდა და ისტორიის დიად მონაპოვრად გამოცხადდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა დიდი მწუხარება გამოთქვა და „ბრიტანელი შინდლერის“ ოჯახს მიუსამძიმრა.

„მსოფლიომ ბუმბერაზი ადამიანი დაკარგა. არასოდეს უნდა დავივიწყოთ სერ ნიკოლას უინტონი, რომელმაც ჰოლოკოსტისგან ამდენი ბავშვი გადაარჩინა“, – წერს ქემერონი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

უინტონი გერმანელი ებრაელების ოჯახში დაიბადა, რომელიც 1907 წელს საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა. ნიკოლასი მოინათლა და ებრაული გვარი ვერტჰაიმი (Wertheim) უინტონით შეიცვალა. 30-იან წლებში იგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბროკერად მუშაობდა. ომის შემდეგ, უდიდესი ფილანთროპი, ქალაქ სენტ-ოლბანსში მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარში, ორგანიზაციული მუშაობით იყო დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button