ნასვამი აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს

ერთიანი ეროვნული გამოცდები რამდენიმე საათია მიმდინარეობს. დაფიქსირდა 2 დარღვევა.

ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა აბიტურიენტმა სცადა გამოცდაზე შესვლა, თუმცა პატრულის მეშვეობით მოიხსნა გამოცდიდან.

მეორე დარღვევა დაფიქსირდა მუხიანში 175-ე სკოლაში განთავსებულ ცენტრში, სადაც აბიტურიენტმა დაიგვიანა და აღარ შეუშვეს გამოცდაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button