რევულუციური სცენარი – ფარული ჩანაწერები youtube-ზე [Audio]

“იუთუბზე“ სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში, რომლის ნამდვილობაც დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარზე საუბრობს და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მოუწოდებს აქტიურად იმოქმედონ.

ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო.

“მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად,” – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებულ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს „უნიჭო მონტაჟს“ უწოდებს. აღნიშნულს სააკაშვილი სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარით ეხმაურება. „ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქში“.

ქართველი პოლიტიკოსები პირველ კომენტარებს აკეთებენ. მოუსმინეთ განცხადებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button