ბრიტანეთში დედოფლის “ნაცისტური” მისალმების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს

რიტანულმა ტაბლოიდ „Sun”-მა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც 7 წლის ელისაბედ II ოპერატორს მარჯვენა ხელის აწევით ესალმება. გამოცემა წერს, რომ დედოფალმა ნაცისტური მისალმების ჟესტი გამოიყენა.

1933 წელს გადაღებულ შავ-თეთრ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც 17 წამს გრძელდება, ნაჩვენებია, დედოფალი ბალმორალის ციხესიმაგრის ეზოში, დედასთან, ბიძასთან და დასთან ერთად, ძაღლს როგორ ეთამაშება.

ბუკინგემის სასახლე, ვიდეოჩანაწერის პუბლიკაციის გამო, იმედგაცრუებას გამოთქვამს. სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით, წყარომ შეატყობინა, რომ დედოფალს, ასეთ ნორჩ ასაკში, არსებული ჟესტის მნიშვნელობა არ შეიძლება სცოდნოდა და მსგავსი პუბლიკაცია მასში ღრმა დისკომფორტის შეგრძნებას გამოიწვევს.

ბუკინგემის სასახლეს მიაჩნია, რომ გაზეთი, 80 წლის წინ გადაღებულ კადრებს, ექსპლუატაციას უწევს.

ეს კადრები ტაბლოიდმა როგორ მოიპოვა, ჯერჯერობით გაურკვეველია.[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”13265″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1437379622111″]

მსგავსი პოსტები

Back to top button