ჰერეთი ახალ რადიოს სახელწოდებით “თბილისი” გაუშვებს

სავარაუდოდ, სექტემბრის თვიდან, ტალღაზე FM93.5  სამაუწყებლო კომპანია”ჰერეთის” გუნდი თბილისში ახალ რადიოს სახმობით-“თბილისი” გაუშვებს. – ამის შესახებ რადიოსადგურის მფლობელმა რამაზ სამხარაძემ რადიო “თავისუფლების” პირდაპირ ეთერში სტუმრბისას განაცხადა.

“ჰერეთი” და “თბილისი” კოოპერირებულად იმუშავებს განსხვავებული ბაზრისთვის, განსხვავებული კონტენტით, თუმცა ძველი და ახალი სახით, ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკით და მენეჯმენტით.

შპს “სამაყწყებლო კომპანია ჰერეთის” დაფარვის არეალი კი 3 მილიონ პოტენციურ მსმენელამდე გაიზრდება. Fm93.5-ზე ახალი რადიოს “თბილისი” გადაცემები გავრცელდება თბილისში, მის შემოგარენში, ქალაქებში რუსთავსა და მცხეთაში.

“თბილისი” საძიებო სისტემაში FM-ზე პირველი იქნება. რადიოს ერთ-ერთი სლოგანია – რადიო იწყება ჩვენით.

ჰერეთის გეგმებზე რამაზ სამხარაძე საუბრობს. მოუსმინეთ ინტერვიუს.

ნახეთ ვიდეო:

სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი”, მეჩვიდმეტე წელია მედიაბაზარზეა და წარმოადგენს დამოუკიდებელ მედია ჯგუფს საქართველოში, რომელიც 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა.

“ჰერეთის” დაფარვის ზონა ტალღაზე FM102.8 ამჟამად კახეთის რეგიონის 90%-ს მოიცავს. დაფარვის არეალში ნახევარ მილიონზე მეტი მცხოვრებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button