ბრიტანეთში ნარჩენი პროდუქტების მაღაზია გახსნეს [Photo]

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლიდსში პირველი სუპერმარკეტი გაიხსნა, სადაც სანაგვეზე გადაგდებული პროდუქტები გაიყიდება, – გვაცნობებს Independent.

მაღაზიის თაროებზე განთავსებულია სურსათი, რომელიც სუპერმარკეტებმა და სხვა კომპანიებმა გადაყარეს.

მარკეტი-საწყობი გათვლილია მოსახლეობის ღარიბ ფენებზე, ამიტომ ადამიანები გადაყრილ სურსათში იმდენს გადაიხდიან, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან.

სუპერმარკეტი Real Junk Food Project-ის აქტივისტებმა გახსნეს. ისინი მომავალში მსგავსი მაღაზიების გახსნას მთელ ბრიტანეთში გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში დანიაში ვადაგასული პროდუქტების მაღაზია გაიხსნა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”42072″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button