,,კაბელების საქმეზე” მორიგი პროცესი გაიმართება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე დაცვის მხარის საჩივრის განხილვა დაიწყება. სასამართლო სხდომა დღეს 13.00 საათზე დაიწყება.

მსჯავრდებულების ადვოკატს იოსებ ბარათაშვილის განაცხადებით , საჩივარში სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული ის პოზიცია, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფები უნდა გამართლდნენ.
”დღეს იწყება განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჩვენი სააპელაციო საჩივრის. საჩივარში სრულყოფილად არის ჩამოყალიბებული ის პოზიცია, რომლითაც ეს ადამიანები უნდა გამართლდნენ. საჩივარში უარყოფილია ყველა ის არგუმენტი, რომელიც გამოიხატა პირველი ინსტანციის მიერ.

ჩვენი პოზიცია ასევე გამყარებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის და არაერთი დასკვნებით, რომლებიც საქმეში ფიგურირებს”, – განაცხადა ბარათაშვილმა.
რამდენიმე თვის წინ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს – ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიმდინარე წლის 16 მაისს მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button