“ბრიტნი სპირსი მამაკაცს ეძებს”

33 წლის მომღერალი ბრიტნი სპირსი, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, გულს არ იტეხს და ახალ სატრფოს ეძებს. ვარსკვლავს სურს, რომ მომავალი გულისსწორი მის ყოფილ მეუღლეს ჰგავდეს.

„ბრიტნის რომანის დატრიალება, კევინის მსგავს კაცთან უნდა. მას მოსწონს ის დრო, როცა მათი ურთიერთობა იწყებოდა. მაშინ კევინი არაფერს წარმოადგენდა და ბრიტნის მისგან ყველაფრის „გამოძერწვა“ შეეძლო. მომღერალს მოსწონდა, რომ პარნიორი მასზე იყო დამოკიდებული და ამ ფაქტს საზოგადოებას არ უმალავდა“, – განუცხადა ამერიკულ გამოცემა „OK!“ -ს ვარსკვლავთან დაახლოებულმა პირმა.

მისი თქმით, სპირსი უბრალო კაცს ეძებს. თუმცა მომღერლის „ვარსკვლავური“ სტატუსი ბრიტნის ხელს უშლის, რათა ხალხისთვის უცნობი მამაკაცი გაიცნოს. პირადი ცხოვრების მოსაწყობად, მსახიობმა სპეციალურ ინტერნეტ-საიტებსაც მიმართა, სადაც ანონიმურ ნიკს ამოფარებული, სიყვარულს დაეძებს.

2007 წელს, ბრიტნი სპირსი მეუღლეს – მოცეკვავე კევინ ფედერლაინს გაეყარა. საყვარელ ადამიანთან დაშორება ვარსკვლავს დიდი ტკივილის ფასად დაუჯდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button