ბლატერს დოლარის კუპიურები ესროლეს [Video]

ფიფას პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების თარიღი ცნობილია – ახალ ხელმძღვანელს ორგანიზაციის რიგგარეშე კონგრესზე, 2016 წლის 26 თებერვალს აირჩევენ. ამის შესახებ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრესსამსახური იუწყება.

გადაწყვეტილება 20 ივლისს, ციურიხში მიმდინარე ფიფას აღმასკომზე მიიღეს.

ფიფას ამჟამინდელი ხელმძღვანელი იოზეფ ბლატერი, რომელიც ორგანიზაციას 1998 წლიდან უდგას სათავეში, 2015 წლის მაისში მეხუთე ვადით აირჩიეს, თუმცა ოთხი დღის შემდეგ შვეიცარიელმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც წინ ფიფაში უმსხვილესი კორუფციული სკანდალი უძღვოდა.

გუშინვე ბლატერმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, თვითონ მუშაობის გაგრძელებას რადიოში აპირებს.

„მუშაობა რადიოში მსურს, რომელიც მასმედიის ყველაზე საინტერესო საშუალებაა, ის 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს და ყველგან შეგიძლიათ მოუსმინოთ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროსაც. თუ მკითხავთ, მუშაობის გაგრძელება სად მინდა, გიპასუხებთ – მხოლოდ რადიოში“, – განაცხადა ბლატერმა.

პრესკონფერენციის ჩაშლა კომიკოსმა ლი ნელსონმა სცადა, როცა ბლატერს დოლარების დასტა ესროლა.

ლი ნელსონი ცნობილი ბრიტანელი სთენდაფ-კომიკოსია. მისი ნამდვილი სახელი და გვარი საიმონ ბროდკინია. 2013 წელს ნელსონმა საფეხბურთო კლუბ Manchester City-ში შეაღწია და ფეხბურთელებთან ერთად მშვიდად ვარჯიშობდა, მანამდე, სანამ იცნეს და დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button