ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შემდეგ რეისები ყველა მიმართულებით შეჩერებულია [Photo/Video]

22 მარტს ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში 2 ან 3 აფეთქება მოხდა, – იუწყება ბელგიის ტელეარხი RTBF თვითმხილველებზე დაყრდნობით.

თვითმხილველების ინფორმაციით, აეროპორტის გასაფრენ დარბაზში ბევრი ადამიანი დაჭრა, დაახლოებით 11 კი დაიღუპა.

Sky News-ის ინფორმაციით, აფეთქებები American Airline-ის დგართან მოხდა. როგორც სამართალდამცველები ვარაუდობენ, აფეთქებებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭება.

აფეთქებების შემდეგ ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტი ადგილობრივი დროით 11:00 დაიხურა, თუმცა ჩამოფრენილი თვითმფრინავების მიღება გრძელდება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31822″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button