მორიგი აფეთქება ბრიუსელში [ვიდეო]

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქება ბრიუსელის მეტროსადგურ მალბიკშიც მოხდა.

მეტროსადგური ევროკავშირის ინსტიტუციების შენობებთან ახლოს მდებარეობს. ოფიციალური ცნობები დაშავებულებზე არ გავრცელებულა.

თვითმხილველები მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოსულ პირებს აღწერენ, ვისაც დაზიანებები აღენიშნებათ. შეინიშნება კვამლი. მეტროსადგური ამ მომენტისთვის გადაკეტილია.

აღნიშნულზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ დასტურდება.

მანამდე, ოფიციალური ცნობებით, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ ორ აფეთქებას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 30-ს აღწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button