მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის 27-მა ლიდერმა დახურულ კარს მიღმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტრიოს ქვეყნების ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატობის სტატუსზე, გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები ევროკომისიის მოსაზრების საფუძველზე მიიღებენ,

რომლის დღის წესრიგის მთავარ საკითხს მოლდოვისა და უკრაინისათვის ბლოკის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს. პარალელურად, პოლიტიკური რეკომენდაციები ლიდერებს ევროპარლამენტმაც გაუგზავნა, რომელსაც რეზოლუციის ფორმა აქვს.

კავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი ამ ნაბიჯს, რომელიც, სავარაუდოდ, არანაირ წინააღმდეგობას არ წააწყდება 23-34 ივნისის სამიტზე. ხოლო საქართველოს სამიტზე აცნობებენ, რომ იგი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისი რიგ პირობებს შეასრულებს.

ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია უკვე მიიღო. რეზოლუციის თანხმად, რომელსაც 529 მომხრე, 45 მოწინააღმდეგე ჰყავდა, სამიტში მონაწილე სახელმწიფოები ანალოგიურად უნდა მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებაში მას შემდეგ, რაც საქართთველოს მთავრობა ევროკომიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.

„ევროკავშირის საბჭო ცნობს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია“, – ნათქვამია სამიტის დასკვნით დეკლარაციაში,
„ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თითოეული ქვეყნის პროგრესი დამოკიდებული იქნება კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების მხრივ მათ საკუთარ დამსახურებაზე, ევროკავშირის შესაძლებლობის გათვალისწინებით მიიღოს ახალი წევრები,“-

“რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ეს თქვენს დაბლოკვას არ ნიშნავს. პირიქით, ჩვენ გეუბნებით რომ ძალიან გვსურს თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუმცა გარკვეული პირობების შესრულების საფუძველზე. ამისთვის აუცილებელია საქართველოს მთავრობამ განახორციელოს რეფორმები. ეს სულაც არ არის ძალიან რთული დავალება. მე ვნახე აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა. ეს ნამდვილად არაჩვეულებრივია. ასეთ მასშტაბს ნამდვილად არ ველოდი.. ჩვენ ვაფასებთ ამას. არავინ დაობს ქართველების პროევროპულობის საკითხზე. პოლიტიკაში სრულიად ბუნებრივია აზრთასხვადასხვაობა. თუმცა როდესაც მაგიდასთან ჯდები უნდა შეძლო კომპრომისის მიღწევა და ამავდროულად შესრულებაც. ჩვენ ვნახეთ როგორ ვერ შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიები შარლ მიშელის შეთანხმებაზე. ასე არ შეიძლება, რომ ვერასოდეს ვერაფერზე ვერ თანხმდებოდნენ პოლიტიკური ძალები. ეს ქმნის პოლარიზებას ყველა მიმართულებით. კომპრომისის მიღწევა სარგებლის მომტანია მოსახლეობისთვის. საქართველოსთვის კარი ფართოდ ღიაა,” – განაცხადა მარგარეტა გრეგორევამ.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოსთან მიმართებაში ამბობს, რომ შეცდომები უნდა გამოსწორდეს მთავრობის და ოპოზიციის მხრიდან და საუკეთესო გამოსავლია ეროვნული ერთიანობის მიღწევა:

“ევროპარლამენტის უმრავლესობა კომისიის სულისკვეთებას იზიარებს . ყველაფერს რაც ეხება უკრაინას , მოლდოვასა და საქართველოს. კომისიამ მკაფიოდ განსაზღვრა თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ სტატუსის მოსაპოვებლად. დეპოლარიზაცია არის მნიშვნელოვანი. შეცდომები უნდა გამოსწორდეს მთავრობის და ოპოზიციის მხრიდან. საუკეთესო გამოსავალია ეროვნული ერთიანობის მიღწევა. იმისთვის რომ ევროპას მკაფიო გზავნილი გაუგზავნოთ – საქართველოს შეუძლია დაძლიოს პოლარიზაცია, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ერთიანები,” – აღნიშნა ანდიურს კუბილიუსმა.

ხაზგასმული სამიტის დეკლარაციის პროექტში.ევროკავშირმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა იმ დროს, როდესაც კიევი ჩაბმულია გამანადგურებელ ომში რუსეთთან, რომელმაც 24 თებერვალს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიწყო არაპროვოცირებული ინტერვენცია, რის შედეგადაც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა და დიდი მატერიალური ზიანი მიადგა უკრაინას. ევროკავშირის ლიდერები სამიტზე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის შენარჩუნების მიზნით იმსჯელებენ მორიგ სანქციებზე, მათ შორის, სავარაუდოდ, ოქროც დაემატება იმ აქტივების ჩამონათვალს, რომელზეც ევროკავშირის სამომავლო ზომები გავრცელდება.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და გამოვხატავთ მკაფიო ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტია.

უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ცნობისთვის, 17 ივნისს, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მისცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ, ხოლო საქართველოს შემთხვევაში კი – ევროკომისიამ ევროპული პერსპექტივის რეკომენდაცია გასცა. 23-24 ივნისს ევროკავშირის სამიტი იმართება, სადაც ევროპელი ლიდერები უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button