მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მზადდება

დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ სანქციებს აფართოებს რუსეთის მიმართ. სანქციების თანახმად, ბრიტანეთი რუსეთის ფედერაციაში ფუნტი სტერლინგის, ევროკავშირის ქვეყნების ბანკნოტებისა და ასევე, თვითმფრინავის საწვავის ექსპორტის აკრძალვას და გირვანქა სტერლინგისა ან სხვა ევროკავშირში არსებული მნიშვნელოვანი ვალუტის ბანკნოტების ექსპორტზე შეზღუდვას.

ასევე აიკრძალა ტექნიკური დახმარება, საფინანსო სამსახურები და ბროკერების მომსახურებოდა, რომელიც ეხება რუსეთში „შავ სიაში“ შეტანილი საქონლის ექსპერტს.

ახალი ზომების სიაში, რომელსაც „მითითებები ექსპორტირებისთვის“, ჰქვია, აღნიშნულია, რომ რუსეთში აიკრძალა შემდეგი საქონლის ექსპორტირება: პროდუქტებისა და ტექნოლოგიებისა, რომლებიც შინა რეპრესიებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. რუსეთში არ შეიძლება ასევე გაიგზავნოს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის საჭირო მასალა და ტექნოლოგიები, საზღვაო ტრანსპორტისთვის აუცილებელი ტექნიკა და საზღვაო ტექნოლოგია, ტექნოლოგია და აღჭურვილობა სანავთობო მრეწველობისთვის და სხვა.

დოკუმენტში ცალკეა მოხსენიებული რუსეთში საავიაციო საწვავის ექსპორტის და რუსეთიდან რკინისა და ფოლადის იმპორტის აკრძალვა. აშშ-მა და ევროკავშირმა მათი ვალუტის ნაღდი ფული სახით რუსეთში შეტანა ჯერ კიდევ მარტში აკრძალეს. ამასთან დაკავშირებით რუსეთმა მიიღო ზომები ქვეყნიდან ნაღდი ფულის სახით ვალუტის გატანის და ანგარიშებიდან მისი მოხსნის შესახებ.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ მოსკოვს მკაცრი სანქციები დაუწესეს როგორც დასავლეთის ქვევნებმა ინდივიდუალურად, ასევე გაერთიანებებმა.
ამასთან Nike-მ, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის ამერიკელმა მწარმოებელმა, 23 ივნისს გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, სრულად დატოვოს რუსეთის ბაზარი. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა Reuters-ის სააგენტომ.

მარტის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, Nike-მ შეწყვიტა საქონლის გაყიდვა რუსეთის ინტერნეტ-მაღაზიის გზით, ხოლო რამდენიმე დღეში დროებით დახურა თავისი ყველა მაღაზია რუსეთში.

შემდეგ ეტაპზე, 25 მაისიდან Nike-მ არ გააგრძელა ფრანჩაიზის ხელშეკრულება Inventive Retail Group (IRG)-თან, რომელსაც ეკუთვნის ამერიკული რიტეილერის მაღაზიების ყველაზე ფართო ქსელი.

Nike-მ და Nike Retail-მა შარშან რუსეთში მოგების სახით 25, 5 მილიარდი დოლარი აიღეს.

რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ ადრე გამოაცხადეს IKEA-მ, სასტუმროები ქსელმა, Marriott-მა, McDonald’s-მა, ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა Chanel, Marks & Spencer და ასეულობით სხვა კომპანიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button