მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას სპეციალიზებული ავტომობილი გადაეცა

ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას სპეციალიზებული ავტომობილი გადაეცა.
ავტომობილი ტყის ხანძრებისთვისაა განკუთვნილი.
სამსახურმა ის, იაპონიის მთავრობის ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამის ფარგლებში მიიღო.
სპეციალიზებული ტრანსპორტი ლაგოდეხელ მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გადასცა.

,,ჩვენთვის ხანძრების პრევენცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, იზრდება ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით. სამსახურისთვის, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია მზადყოფნის გაძლიერება”- განაცხადა მღებრიშვილმა.
სამსახურის უფროსმა, კახეთის მთავარი სამმართველოს მეხანძრე მაშველები, მადლობის სიგელებითაც დააჯილდოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button