მსოფლიოსიახლეები

ბრიჟიტ ბარდო ნაცისტური გამონათქვამებისთვის დაჯარიმდა

ბრიჟიტ ბარდო საფრანგეთის ქალაქ არასის სასამართლომ „საფრანგეთის მონადირეთა ფედერაციის“ ხელმძღვანელის, ვილი შრაენის შეურაცხყოფისთვის 5000 ევროთი დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Le Figaro“ ავრცელებს.

კომპენსაციის სახით, ასევე, 86 წლის მსახიობი 51 წლის ვილი შრაენს 2000 ევროსაც გადაუხდის.
ბარდოს მიერ შექმნილი „ცხოველთა დახმარების ფონდის“ ვებგვერდზე, 2019 წელს გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მსახიობმა მონადირეთა ფედერაციის წარმომადგენლებს „ცხოველთა სამყაროს ტერორისტები“ უწოდა და უნტერმენსცჰ-ებად მოიხსენია, რაც ნაცისტურ ლექსიკონში დაბალ საფეხურზე მდგარ ერებს აღნიშნავდა, რომლებიც უნდა განადგურებულიყვნენ.

ბრიჟიტ ბარდოს განცხადებებში საფრანგეთის სასამართლომ ნაცისტური კონტექსტი ამოიკითხა და ჯარიმის გადახდის გარდა, მას 15 დღის განმავლობაში ფონდის ვებგვერდიდან შეურაცხმყოფელი მასალის წაშლა დაავალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button