ბრუნდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის მტკიცებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ივანიშვილის კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნების ალბათობა არ არსებობს.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ კოალიციას მხარს “კიდევ უფრო მეტად დაუჭერს”.

მმართველი გუნდის წევრმა ზვიად ძიძიგურმა გუშინ განაცხადა, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” 2016 წლის არჩევნებშიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მიიღებს მონაწილეობას.

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, კი გასაკვირი არაფერი იქნება იმაში, თუკი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს.

“თქვენ იცით, რომ “ქართული ოცნება” ამ ადამიანის მიერ არის დაფუძნებული. შესაბამისად, იმაში, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაერთოს, დაბრუნდეს პოლიტიკაში, ვფიქრობ, გასაკვირი არაფერი არ არის,”,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button