მნიშვნელოვანისიახლეები

2023 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 828.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 42.4%-ით, ანუ 227.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე ერთ მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა.
ფულად გზავნილებზე კლების ტენდენცია 2022 წლის დეკემბრიდან შეინიშნება, როცა 535,3 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა საქართველოში. 2023 წელს ჯამში გადმოირიცხა 4094,7 მილიონი ლარი.
პროცენტულად, ყველაზე დიდი კლებაა რუსეთიდან ფულად გზავნილებზე. 78-პროცენტიანი კლების მიუხედავად, საქართველოში ფულადი გზავნილების 23% მაინც რუსეთის ფედერაციაზე მოდის. ამ ქვეყნის შემთხვევაშიც, გადმორიცხვებზე კლების ტენდენცია 2022 წლის დეკემბრიდან შეინიშნება.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 70.58 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა; მეორე ადგილზეა იტალია 49.68 მილიონი აშშ დოლარით; მესამე ადგილს 46.19 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 22.65 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 21.57 მილიონი აშშ დოლარით.

2023 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 91.4 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ით მეტია.
2022 წლის დეკემბერში საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან ($317,3 მილიონი) იმაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე 2023 წლის დეკემბერში ყველა ქვეყნიდან ერთად. 2023 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34 მლნ აშშ დოლარი (91,4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბრის (33,8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0,6%-ით მეტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button