მნიშვნელოვანისიახლეები

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

როთის ვიზიტს ოცნებაში გამოხმაურება მოყვა

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

როთმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კრიზისის დასაძლევად ერთადერთი გამოსავალი ახალი, სამართლიანად ჩატარებული არჩევნებია.

“ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება, მაგრამ ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა, ეს არაა შიდა დავა მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ესაა სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთგული ევროპელები მთელი ევროპიდან, ვალდებული ვართ ხმა ავამაღლოთ, როცა დემოკრატია და თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა. მმართველი პარტიისთვის ჩემი გზავნილი მკაფიოა – ამ სიტუაციის ერთადერთი შანსი გაყალბებული არჩევნების და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახალი არჩევნებია. ჩვენ ყველას ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რომ ნდობა აღვადგინოთ” – თქვა როთმა.

უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს გერმანიის მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, გერმანელი პარტნიორები ქართველებისგან ელოდებიან „კიდევ უფრო მეტ აქტივობას, კიდევ მეტ პროტესტს, მეტ ერთიანობას“.

„უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს გერმანიის მხრიდან. ქართველი ხალხის პროტესტს აქვს ძალიან სერიოზული შედეგები იმიტომ, რომ პირველად ხდება, რომ გერმანია ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებაში და არ ელოდება ბრიუსელის გადაწყვეტილებას, თუნდაც სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით იმ ცხრა პირზე, ვისაც შეზღუდვები დაუწესეს. კიდევ სხვა მექანიზმები, რომელიც შეიძლება ჩაირთოს, მათ შორის „ვაიმარის სამკუთხედის“ მექანიზმები შეიძლება გააქტიურდეს. ჩვენი მხრიდანაც ელოდებიან კიდევ უფრო მეტ აქტივობას, კიდევ მეტ პროტესტს, მეტ ერთიანობას, რაზეც აუცილებლად თქვენც ნახავთ ახლო მომავალში, რომ ბევრი სამუშაო ფორმატი გვაქვს დაქოქილი პოლიტიკური პარტიების მხარეს, სადაც სხვადასხვა დოკუმენტები დგება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მიხაელ როთი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. 2025 წელს როთი მათ პოლიტიკურ სამარეში ჩაითრევს, რაც კარგი იქნება, – ამის შესახებ პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს მიხაელ როთის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„მინდა, რაც შეიძლება ბევრჯერ გამოჩნდეს გათხოვილი კაცი, მიხაელ როთი კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ვეუბნებოდით, რომ ეს კაცი ლგბტ დროშით დაამარცხებდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და დაამარცხა; ვეუბნებოდით, რომ მერე წარუმატებელი იქნებოდა მათი ნებისმიერი ფაფხური და წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს გათხოვილი კაცი, მიხაელ როთი მომავალში გასამართლებულ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ჩვენ ვნახავთ, რომ მიხაელ როთი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ 2025 წელს პოლიტიკურ სამარეში ჩაითრევს და ეს ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას მოვუწოდებ, ჩახედონ, რატომ არის ეს მისთვის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი, რატომ არ იყრის ის კენჭს თებერვალში ბუნდესტაგის არჩევნებზე? რადგან ის “სოციალ-დემოკრატიული” პარტიის პოლიტსაბჭოში აღარ აირჩიეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გერმანიაშიც მიხვდნენ, რომ მიხაელ როთი არის ადამიანი, რომელიც სრულად დისკრედიტაციას უწევდა მის პარტიას და სწორედ ამიტომაც უწევს პოლიტიკიდან წასვლა.

“გერმანული პოლიტიკიდან გარიყული და გაგდებული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში რომ გვეტენება და ერთი რამით არის დაკავებული, როგორმე ქართველები დააპირისპიროს ერთმანეთს, ლანძღოს ჩვენი ეკლესია, ვინც მას ჩაეხუტება, ერთადერთ რამეს აჩვენებს, იზიარებს იმ მორალს, შეხედულებებს თუ პრინციპებს, რომელიც მას აქვს, დააპირისპიროს ხალხი და ჩამოაგდოს შუღლი ადამიანებს შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ქართული ოცნებისთვის” გაუგებარია, რატომ ემშვიდობება მიხაელ როთი გერმანიის პოლიტიკიდან წასვლამდე ქართველ ამომრჩეველს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი ოპოზიციის მოკავშირეა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როთი არის იმის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული ბიუროკრატია.

“მივესალმებით მის განცხადებებსაც, ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ევროპა და ევროპული ბიუროკრატია. ეს ყველაფერი მალე დამთავრდება, მერწმუნეთ. მსოფლიოში საკმაოდ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს და ტრამპის ადმინისტრაციამ რა განცხადებებიც გააკეთა, თუნდაც “დიფ სტეითის” წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button