მნიშვნელოვანირეგიონი
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა, ორი მოზარდია
რუსთავში, თოდრიას პირველი ჩიხში, საცხოვრებელ ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა.
მოწამლულებიდან ორი – 10 და 11 წლის მოზარდები არიან. ბავშვები და მშობლები საავადმყოფოში გადაიყვანეს, შესამამისი დახმარების გაწევისშემდეგ კი სახლში გაწერეს.
კომპანია “სოკარ-ჯორჯია გაზი რუსთავში” განაცხადეს, რომ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მიზეზი გაუმართავი გაზდანადგარი იყო.