ბურჯანაძე მოსკოვში მიემგზავრება

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მიემგზავრება რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიწვევით.

“10 ივლისს ბურჯანაძე მონაწილეობას მიიღებს რუსეთის სახელმწიფო დუმისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე „მსოფლიოს და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები 21-ე საუკუნეში“, – განაცხადეს პარტიის პრესამსახურში.

მათივე თქმით, “ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში”.

მსგავსი პოსტები

Back to top button