მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 130 590 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის გრეკოვკას, ნევსკოეს, კრემენაიას, დიბროვას და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, კრასნა ჰორას, პარასკოვიევკას, ბახმუტის და ივანოვსკოეს დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 3 სარაკეტო და 20 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 130 590 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3218
ჯავშანტექნიკა – 6394
საარტილერიო სისტემა – 2220
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 460
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 225
თვითმფრინავი – 294
ვერტმფრენი – 284
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1956
ფრთოსანი რაკეტა – 796
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5081
სპეცტექნიკა – 203

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button