საფინანსო კომპანია “საქართველოს” დაზარალებულმა მეანაბრეებმა შიმშილობა დაიწყეს

პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს საფინანსო კომპანია “საქართველოს” დაზარალებულმა მეანაბრეებმა.

მათ შიმშილობა მთავრობის კანცელარიის შენობის წინ დაიწყეს. დაზარალებულები სახელმწიფოსგან ზარალის კომპენსაციას და უწყებათაშორისი სააკორდიაციო კომისიის შექმნას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, ისინი შიმშილობას იმ დრომდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მთავრობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.

შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე 2016 წლის დეკემბერში დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ კომპანიას მეანაბრეების 76 მილიონი ლარი ვალი აქვს.

მერაბ ფერაძე წარმოშობით ლაგოდეხიდანაა, მას საფინანსო კომპანია საქართველოს გარდა რამდენიმე ბიზნესი აქვს, წყალი და ლიმონათი “ჰერეთი” და შპს “განთიადი”, რომელიც სპორტული ღონისძიებებითაა დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button