ჭადრაკში პატარა ჩემპიონები გამოვლინდნენ

ჭადრქაკში ჩემპიონის ტიტული თანატოლთა შორის დავით ლომთაძემ და მარიამ გვათუამ მაქსიმალური შედეგით 7-დან 7 გამარჯვებით მოიპოვეს.

თბილისის პირველობაზე 7 წლამდე ასაკის ბიჭუნებს შორის ლომთაძეს ერთი ქულით ჩამორჩნენ: ნიკა არუდაშვილი და გიორგი ჯახუა.

ანალოგიური ასაკის გოგონათა შორის გამარჯვებულ გვათუაზე ერთი ქულით ნაკლები დააგროვა ანა შერაზადიშვილმა. 5 ქულით მე-3 ადგილი მარიამ ჭეჭელაშვილმა დაისაკუთრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button