ISISელებმა დაუნის სინდრომის მქონე 38 ბავშვი მოკლეს
დაუნის სინდრომითა და სხვა გენეტიკური დეფექტის მქონე 38 ბავშვი ISIS-ის მეომრების ხელიდან დაიღუპა, – იუწყება Lifenews-ი
მასობრივი მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც საუდური წარმოშობის მოსამართლემ ბავშვების სიკვდილით დასჯის შესახებ ფევთა გამოსცა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყველა ბავშვი ადგილობრივი ქალებისა და უცხოელი მეომრების შვილები იყვნენ, რომლებიც ISIS-ის რიგებში იბრძვიან.
მოკლულ ბავშვთაგან ყველაზე უფროსი 3 თვის იყო, ხოლო უმცროსი – ერთი კვირის. ისინი სიცოცხლეს სასიკვდილო ინექციითა და ჩამოხრჩობით გამოასალმეს.
სიკვდილით დასჯა სირიასა და ერაყის ქალაქ მოსულში მოხდა.